ქვეყანაში შრომის ინსპექციის ამოქმედებას ფინანსთა მინისტრი აუცილებლობად აფასებს. ნოდარ ხადურის განმარტებით, შრომის ინსპექციის შექმნა ქვეყანას ევროპული არჩევანის გასამყარებლადაც სჭირდება.
”ყველამ უნდა ვთქვათ, რომ არის რეგულაციები, რომლის შემოღებაც აუცილებელია ქვეყნისათვის, მათ შორის ევროპული არჩევანის გასამყარებლად”, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა. ნოდარ ხადურის განმარტებითვე, შრომის ინსპექცია არ არის სადამსჯელო ღონისძიება და არც სადამსჯელო ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეში შრომის კანონმდებლობის დაცვასა და დამსაქმებლების მხრიდან საჭირო ნორმების შესრულებას შრომის ინსპექტორები გააკონტროლებენ. ინსპექციის შესაქმნელად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია. ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე აპროტესტებდნენ შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.