თბილისში გაიმართება საქართველოს სათამაშო კონგრესი - რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი დარგობრივი ღონისძიება. კონგრესის ფარგლებში 2015 წლის 20 თებერვალს შეიკრიბებიან საქართველოს, დსთ-ს და ევროპოს უმსხვილესი სამორინეების, ტურისტულლი კომპანიების, აღჭურვილობის მწარმოებლების წარმომადგენლები, ბუკმეკერები, ონლაინ-ოპერატორები, ინვესტორები და ოფიციალური პირები, რათა განიხილონ მიმდინარე მდგომარეობა დარგში და ასევე რეგიონალური სათამაშო ბიზნესის მომავალი. ღონისძიებას ახლავს აჭურვილობის მწარმოებლების და ტექნოლოგიების მიმწოდებლების გამოფენა, მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს-ტურში და ეწვიონ თბილისის უმსხვილეს სამორინეებს.
კონგრესის ოფიციალური სპონსორია სამორინე „შანგრი ლა თბილისი", რომელიც შედის კომპანია Storm International-ის ქსელში, ხოლო სამორინე ‘შანგრი ლა"-ს რესტორანში ბიზნეს-ტურის მონაწილეთათვის მოეწყობა საზეიმო ვახშამი.
„ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით ბიზნესის გამჭვირვალობისაკენ, დარგის წარმომადგენლების ეფექტურ ურთიერთობისაკენ, - ამბობს Storm International-ის მთავარი მმართველი დირექტორი დარენ კინი, - ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია და დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისათვის საჭიროა მაქსიმალური გახსნილობა საზოგადოების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დარგებისათვის. საქართველოს სათამაშო კონგრესის მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ამ მიზნების მიღწევაში".
Storm International-ის ოფიციალური წარმომადგენელი და სამორინე „შანგრი ლა" კონგრესის მსვლელობისას წარმოადგენენ მოხსენებას საქართველოში სამორინეს მუშაობის სპეციფიკის შესახებ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანიის რამოდენიმე თანამშრომელი.