თუ დონბასში კონფლიქტი უფრო გამწვავდება, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
ამის შესახებ მან გაზეთ El Pais- თან ინტერვიუში აღნიშნა.
,,თუ კონფლიქტი გამწვავდება, მე მზად ვარ მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი ვითარება გამოვაცხადო და რადა ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
ჯერ-ჯერობით ასეთ გადაწყვეტილებას არ ვირებ, რადგან ეს სავარუდოდ დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს და ასევე, საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკის განვითაარებას." - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, უკრაინაში ძალიან რთული მდგომარეობაა, ვინიდან ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმაც უნდა გაატაროს და შიდა ომიც უნდა აწარმოოს ისე, რომ კონფლიქტს გაფართოების საშუალება არ მისცეს.
რაც შეეხება ,,მინსკის ხელშეკრულებას," უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კიევი მასზე უარს ვერ იტყვის.
მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პუტინზეა დამოკიდებული.
,,სხვა გამოსავალი არ არის. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს." - განმარტა პოროშენკომ.