სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
კოსის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეებს ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღება შეეძლებათ, რაც სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.
„სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეებს ამიერიდან ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღება შეეძლებათ, რაც სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.
სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ირჩევს და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ არჩევანმა მის მოქალაქეებს რეალური სარგებელი მოუტანოს“, - წერს ევროკომისარი მარტა კოსი.