არგენტინის პრეზიდენტი რასისტულ სკანდალში გაეხვა. ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებული პოსტი გახდა. ფერნანდეს დე კირშნერი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა. "ჩინური აქცენტით...ისინი მხოლოდ ბრინჯისა და ნავთობისთვის მოდიან,"- ამ სიტყვებისთვის არგენტინის პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კირშნერის ადმინისტრაციამ გააკეთა. ოფიციალურ ბუენოს აირესის განმარტებით, პრეზიდენტმა უბრალოდ იხუმრა.
მასალის გამოყენების პირობები