ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტაიბეიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მაშველები მდინარეში 12 ადამიანის ცხედარს ეძებენ. სამგზავრო თვითმფრინავმა ტაივანის დედაქალაქის სიახლოვეს კატასტროფა გუშინ განიცადა. ინციდენტისას თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა. 32 მათგანის ცხედარი აღმოჩენილია. რამდენიმე მგზავრი კი მაშველებმა გადაარჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები