1-ლი მარტიდან ბუნებრივი აიარის ღირებულება ძვირდება. „ყაზტრანსგაზ -თბილისმა" უკვე დაიწყო აბონენტების გაფრთხილება და მათგან მოითხოვს ხელშეკრულებების ახალ ფასზე გაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში „ყაზტრანსგაზ -თბილისის" წარმომადგენლები აბონენტებს ბუნებრივი არის შეწყვეტით ემუქრებიან.
ბუნებრივი აირის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 კუბურ მეტრზე 0.90 თეთრი იქნება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის გია ბენაშვილის წერილში, რომელიც აბონენტებს ხელშეკრულებასთან ერთად ეგზავნებთ, აღნიშნულია, რომ აბონენტებმა ხელშეკრულებას ხელი 7 თებერვლამდე მოაწერონ.
„გაცნონებთ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი 2015 წლის 1 მარტიდან განსაზღვრულია ყოველი 1000 მ3 გაზისთვის 900 ლარით. დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით", - აღნიშნულია წერილში.
კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ყაზტრანსგაზ -თბილისის" მიერ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა ასეთ მჭირო ვადებში „ბუნტის თავიდან აცილებით" არის გამოწვეული.
მათივე განმარტებით, ისინი იძულებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქცია გააძვირონ.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ბუნებრივი აირის გაძვირება ფასების ზრდას არ გამოიწვევს.
„კომერციული გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება", - ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინიტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
„ჯი-ეიჩ-ენის" მიერ ჩატარებული ბლიც გამოკითხვის შედეგად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული თონეების მეპატრონები ერთხმად აცხადებენ, რომ მათ აუცილებლად მოუწევთ პურის ფასის გაძვირება.
ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ მთავრობის წევრების განცხადებებს და განმარტავენ, რომ კომერციული სტრუქტურებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება გააძვირებს მათ მიერ წარმოებულ მომსახურებას და ეს არ ეხება მხოლოდ კვების პროდუქტებს.