დონეცკში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სახელისუფლო ძალებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 20-მდე კი დაიჭრა. შეტაკებები გრძელდება ქალაქ დებალცევოშიც, რომლის აღების შესახებაც სეპარატისტთა ლიდერებმა რამდენჯერმე განაცხადეს, თუმცა ოფიციალური კიევის განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს პოზიციები არ დაუტოვებიათ. ამბოხებულებს დებალცევოზე საარტილერიო იერიშები მიაქვთ. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები