ყაზახეთი ფოთის პორტში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს. როგორც პორტალი zol.ru ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ასილჟან მამიტბეკოვი მიზეზად ფინანსური რესურსის დაზოგვას ასახელებს. Izvestia.ru-ს ცნობით, მამიტბეკოვი გადაწყვეტილებას მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას და საქართველოში არსებულ სიტუაციას უკავშირებს.
მამიტბეკოვი ამბობს, რომ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებითი 15 მლრდ ყაზახური ტენგე იხარჯება. მისი მოსაზრებით, უკეთესი იქნება თუ ეს რესურსი ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ყაზახური მხარე ასევე უარს ამბობს ტერმინალის ვლადივასტოკში აშენებაზე. „კარგი იქნება თუ ამ თანხას რკინიგზის მშენებლობის დაფინანსების ნაცვლად, ჩვენს ფერმერებს მოვახმართ, გამოვიყენებთ მეთესლეობის განვითარებაზე, შევიძენთ ტექნიკას და ლიზინგის სუბსიდირებას დავიწყებთ. მით უმეტეს, რომ ხორბლის ტრანსპორტირება კოსტანაიდან, ან თუნდაც ასტანადან ნოვოროსიისკამდე დაახლოებით 100-120 დოლარი ჯდება", - განმარტავს მამიტბეკოვი.
როგორც ცნობილია, ყაზახურმა მხარემ საქართველოში ტერმინალის მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო. პროექტი ქართულ-ყაზახური მხარის თანამონაწილეობას (50/50) ითვალისწინებდა. მოგვიანებით ყაზახურმა მხარემ ტერმინალის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გადაიფიქრა. 2010 წელს ყახეთთან მოლაპარაკებები ამ თემაზე ისევ განახლდა და ტერმინალის ასაშენებლად მიწის შეძენის საკითხსაც განიხილავდა. მაშინ საუბარი იყო დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტირებაზე.