ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 30 იანვრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.0576 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.3247 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0265 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0192 პუნქტით დაეცა.
29 იანვრის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.0311 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.3055 ლარი ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები