აზერბაიჯანული მხარე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ბიუჯეტის ზრდას არ განორიცხავს. როგორც აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზად არ იქნება, დეტალებზე ვერ ისაუბრევბს.
„სპეციალისტებმა ამის შესახებ გააჟღერეს. თუმცა ვიდრე ტექნიკური დოკუმენტაციები არ იქნება მზად, არაფრის თქმა არ შემიძლია",- აღნიშნა ზია მამედოვმა.
როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე სამუშაო/სატესტო მატარებლმა გაიარა. მაგისტრალის ქართული მონაკვეთის პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი დაესწრნენ. მინისტრებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ წლის ბოლომდე რკინიგზა ექსპლუატაციაში შევა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათის, რომ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს.
,,ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად თურქეთის საზღვართან. რკინიგზა უკვე საზღვრამდე მიყვანილია. ძირითადი სამუშაოები რკინიგზის კუთხით დამთავრებულია. საჭიროა კომუნიკაციების გაყვანა, გვირაბის სამუშაოების დასრულება და ვფიქრობ, ეს მართლაც საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, წლის ბოლომდე ყველაფერი გაკეთდება, რომ დამთავრდეს. ხედავთ, ზამთრის პირობებშიც ვმუშაობთ. ეს არის პროექტი, რომელიც მართლაც კიდევ ერთხელ შეკრავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მეგობრულ კავშირებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზია მამედოვის განმარტებით კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატესტო მატარებლის პირველი მგზავრები ის ქართელ მინისტრთან ერთად იყო. ზია მამედოვის განმარტებით, ხელისუფლების ნების პირველი ეტაპი შესრულებულია.
"ამ წლის ბოლოს გზა ბოლომდე მზად იქნება ექსპლუატაციისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები ქართველ პარტნიორებთან ერთად ზამთარშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას", - განაცხადა ზია მამედოვმა.
საპრეზენტაციო ღონისძიება ჯავახეთში, კარწახში გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ -გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" კონტრაქტორი კომპანიების, აზერბაიჯანის რკინიგზისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად არის დასახელებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ 2014 წლის ბოლოს ქართულ მონაკვეთზე უნდა გაევლო პირველ სატესტო მატარებელს. დათქმული ვადების შესაბამისად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ" დაასრულა ლიანდაგის დაგება მთელ მონაკვეთზე. გიორგი კვირიკაშვილი და ზია მამედოვი უშუალოდ დაათვალიერებენ დასრულებულ სამუშაოებს და პროექტის მნიშვნელობასა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ახალ რკინიგზას წელიწადში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები