ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 იანვრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 1.9962 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.2411 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0014 პუნქტით დაეცა.
24 იანვრის მდგომარეობით კი 1 დოლარი/1.9935 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.2397 ლარი ღირდა.