23-25 იანვარს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - Adventure 2015.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, გამოფენა უკვე 11 წელია იმართება ლიტვის ტურიზმის სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ვილნიუსში საზღვარგარეთის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად. ვილნიუსის გამოფენაზე მონაწილეობას 19 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ღებულობს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა წელს პირველად საკუთარ სტენდში წარადგინა რეგიონის ტურისტული პოტენციალი. დეპარტამენტის სტენდი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რაც საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესზე მეტყველებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა, შესაბამისად, 2015 წელს ბალტიისპირეთის ტურისტულ ბაზარზე (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებები კიდევ უფრო გააქტიურდება.
მასალის გამოყენების პირობები