2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან  31-დეკემბრამდე   აივ-ით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით  31 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4697 შემთხვევა. მათგან 3449- მამაკაცი,  ხოლო   1248 - ქალი.  
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. აქედან შიდსი განუვითარდა 2827 პაციენტს, 977 გარდაიცვალა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით   2014 წელს გამოვლინდა აივ-ით ინფიცირების  566 ახალი შემთხვევა.  მკურნალობაზეა 2426 (მათ შორის აფხაზეთში - 304) პაციენტი. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2014 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებული იყო : აივ-ით ინფიცირების 4646 შემთხვევა, მათგან, 3413 - კაცი, 1233 კი - ქალი. 
აღსანიშნავია, რომ პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.