29 დეკემბერს ვითიბი ბანკმა ორი ახალი ფილიალი თბილისსა და გურჯანშიგახსნა. თბილისში ბანკის ახალი მომსახურების წერტილინაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის 34 ნომერშიმდებარეობს, ხოლო გურჯაანელებს საბანკო მომსახურება შუძლიათ ნონეშვილის 20 ნომერშიმიიღონ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალები, ფიზიკურ და იურიდილ პირებს
სრულ საბანკო მომსახურებასგაუწევენ. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალირი კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ვითიბი ბანკი აქტიურად განაგრძობს ქსელის განვითარებას თბილისსა და რეგიონში.
დღეს ვითიბი ბანკი საქართველოში 29 წერტილით არის წარმოდგენილი
ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირეტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა:
ვითიბი ბანკი განაგრძობს ქსელის განვითარებას, თბილისის გარდა, დღეს ვითიბი ბანკის ფილიალი გურჯანშიც გაიხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ გურჯაანის ფილიალის მნიშვნელოვან მიმართულებად, საშუალო, მცირე და აგრო ბიზნესის დაკრედიტება გვესახება. ამის გარდა ორივე ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს, როგორც თბილისის ასევე გურჯანის მოსახლეობას. 2015 წლის განმავლობაში ბანკი 10 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.