პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტთან ვალდამიერ პუტინთან შეხვედრის მზაობა, თუმცა როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას სჭირდება კარგი დაგეგმვა და მომზადება.
,, ჩვენ მზაობა გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზადება. ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, როდის და რა ფორმატით შედგება შეხვედრა. ჩვენ მზაობა გვაქვს, ვფიქრობ, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რომ იყოს შედეგიანი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები