დღეს, 12 დეკემბერს დეპუტატები 2015 წლის ბიუჯეტს პარლამენტი დაამტკიცებენ. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 140.0 მლნ ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 085.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 6.5 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 315.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 15.0 მლნ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 900.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 2.8 პროცენტია; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 529.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 11.1 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 255.0 მლნ ლარით.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 947.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 3.0 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 208.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 139.0 მლნ ლარით. ზრდა გამოწვეულია საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად აქციზის განაკვეთების ზრდით, კერძოდ;
- 2015 წელს იგეგმება აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე (ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით), ასევე გათვალისწინებულია 1 ივლისიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი ე.წ. შერეული სისტემის შემოღება, რაც ჯამში დამატებითი რესურსის სახით შეადგენს 70,0 მლნ ლარს;
- 2015 წელს დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება, რითაც დამატებით მობილიზებული იქნება 30.0-40,0 მლნ ლარი;
- საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარები და აღნიშნულის ხარჯზე მიღებული დამატებითი შემოსავალი იქნება დაახლოებით 30,0 მლნ ლარი;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 114.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 0.4 პროცენტს შეადგენს; აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 14.0 მლნ ლარით.
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.
2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით);
2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით შემცირებულია 15.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 85,0 მლნ ლარის ოდენობით;
ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 90,0 მლნ ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენილ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 20.0 მლნ ლარით), რაც წარმოადგენს წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებას;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა ბიუჯეტის წინა წარმოდგენილი ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 280.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 1 610.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 690.0 მლნ ლარი;
მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 320 მლნ ლარი;
სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 600,0 მლნ ლარი, აღნიშნული სახსრებით მიღებული შემოსულობებიდან 200.0 მლნ ლარი კვლავ განთავსდება სადეპოზიტო ანგარიშებზე კომერციულ ბანკებში ეკონომიკის სტიმულირების მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების მთლიანი მაჩვენებელი 2014 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 770.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის წინაწარდგენასთან შედარებით - 305.0 მლნ ლარით, და განისაზღვრება 9 875.0 მლნ ლარის ოდენობით, გადასახდელების გეგმა შეადგენს 9 575.0 მლნ ლარს (2014 წელთან შედარებით გაზრდილია 495.0 მლნ ლარით, ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით 55.0 მლნ ლარით), რისი გათვალისწინებითაც სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის დაგროვება შეადგენს 100.0 მლნ ლარს, ხოლო 200.0 მლნ ლარი განთავსებული იქნება კომერციულ ბანკებში.