უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, მათი შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.
„უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, მათი შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება. ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება კვლავაც მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპროტესტო აქციების მიუხედავად, გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.