მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, რათა ქართულმა მხარემ შეძლოს საჭირო რესურსების მობილიზება საერთაშორისო დონის შეხვედრის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.
კომისიის სხდომას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და კომისიის სხვა წევრები.
EBRD-ის წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში 2015 წლის 13-15 მაისს გაიმართება.