ოქტომბერი, საქართველოს საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ოქტომბრის თვის წმინდა მოგებამ 55,9 მლნ. ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 75,4%-ს შეადგენს.
2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17-ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს, ხოლო 2 უცხოური ბანკის ფილიალია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 76,1% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები