უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში გეგმავს პარლამენტის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებული კანონის გამო ევროსასამართლოს მიმართოს. როგორც მუხაშავრია აცხადებს, ფაქტს კიდევ უფრო ამძიმებს ის რომ კანონის ავტორები არიან ის ადამიანები ვინც წარსულში უფლებადამცველის სახელით მოქმედებდნენ.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ამ სახით გავიდა. Mმე იძულებული ვიქნები ამის გამო ევროსასამართლოს მივმართო. მსგავსი საქმე მოგებული აქვს მოლოველ კოლეგებს. თავის დროზე აღნიშნული საქმე ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ჩვენს საქმესაც, დარწმუნებული ვარ, დაჩქარებულად განიხლავს, რადგან სისტემური პრობლემასთან გვაქვს საქმე. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ კანონპროექტის ავტორები არიან ის ადამიანები, კოლეგები რომლებიც გუშინ უფლებადამცველის სახელით მოქმედებდნენ. დღეს კი ისეთ კომპრომისებზე მიდიან რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას", _განაცახდა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუხაშავრიამ.
უფლებადამცველი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
,, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით მოსული პარლამენტი დღეს ასე იქცევა", _განაცხადა მუხაშავრიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
82-მომხრე, 13- წინააღმდეგი, დეპუტატებმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პარასკევის პლენარულ სხდომაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი 73 ხმით მიიღო. წინააღმდეგ კი ხმა 30 -მა დეპუტატმა მისცა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" თინათინ ხიდაშლმა. მათ პლენარული სხდომა, კანონპროექტის მეორე მოსმენით გახილვისას, პროტესტის ნიშნად დატოვეს. არსბული კანონპრპოექტის მიხედვით, შემოდის ე. წ. ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ე.წ. ერთი გასაღები შსს-ში რჩება, მეორე კი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.თუმცა გუშინ პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო და დეპუტატებს ალტერნატიული კონცეფცია წარუდგინა რომლის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.