კომპანია Yahoo-მ Cooliris-ის შეძენის შესახებ განაცხადა. ყველაზე ცნობილი სტარტაპი BeamIt-ის საკუთრება იყო, რომელიც საშუალებას აძლევს სმარტფონებისა და პლანშეტების მფლობელებს სურათები გაცვალონ.
Cooliris-ი ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა და მასში ინვესტორებმა 27,6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ამ ინვესტორებს შორის კი იყვნენ: Kleiner Perkins Caufield & Byers, Deutsche Telekom's T-Venture, The Westly Group და DAG Ventures.
თუ რა ტიპის გარიგება დადო Yahoo-მ და თუ რა ფასად შეიძინა კომპანია ამ დროისათვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები