აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განცხადებით, რეგიონში 2014 წლის 6 თვის ბიზნეს სექტორში ბრუნვის მაჩვენებელი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50,5% -ით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით ზრდა 23,4 %-ია.
დავით ბალაძემ, აჭარის მთავრობის 2 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ აჭარაში 2014 წლის ინვესტიციების მოცულობა 2012 წელთან შედარებით 59 % -ით არის გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით რეგიონის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლებში 2012 წელთან შედარებით 18 % -იანი ზრდაა.