,,უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის" შესახებ კანონის თანახმად, თურქეთში შესვლის მსურველთათვის რეგულაციებში ცვლილება შევა.
იმ პირთა პასპორტების მოქმედების ვადა, რომლებსაც თურქეთში უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, 60 დღის ნაცვლად, საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან 120 დღით განისაზღვრა.
ხსენებული კანონი თურქეთში საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს.