საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აქციის მეორე ნახევარში, დაახლოებით 18:00 საათზე მიმართავს, ამის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა. წიკლაურის თქმით, რომელი ქვეყნიდან მოხდება ექსპრეზიდენტის ჩართვა, მისთვის უცნობია.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა იქნება პირდაპირი სიგნალით. საიდან იქნება ჩართვა ვერ გეტყვით", - განაცხადა წიკლაურმა.
,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყო.
მსვლელობას პარტიის აქტივისტები რეგიონებიდანაც შეურთდნენ.
"ნაციონალირი მოძრაობის" წევრ გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, საქართველოსთან ერთად, აქციები რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან გაიმართება. აქციები 10-მდე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, კიევსა და ათენში ერთდროულად დაიწყება.