რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ანექსიის მცდელობის გასაპროტესტებლად, რუსთაველზე შეკრებილებს სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, ექსპრეზიდენტის მიმართვის ფორმა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა აქციის მზადების პროცესში მიხეილ სააკაშვილი სიტყვა განიხილებოდა.
როგორც ცნობილია, დღეს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, საქართველოსთან ერთად, აქციები რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან გაიმართება. აქციები 10-მდე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, კიევსა და ათენში ერთდროულად დაიწყება.