"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ დღევანდელ საპროტესტო აქციას პარტიის აქტივისტები რეგიონებიდანაც შუერთდებიან. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ანექსიის მცდელობის გასაპროტესტებლად, რამდენიმე ათეული მიკრო ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილებისაგან შემდგარი, რამდენიმე კოლონა დღეს დილით,"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისებიდან დაიძრა.
საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭრები აჭარიდან, სამეგრელოდან, გორიდან, გურიიდან, კახეთიდან და იმერეთიდან უერთდებიან.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭრები აცხადებენ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ პროტესტის დაფიქსიერება მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, დღეს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. ნაციონალირი მოძრაობის" წევრ გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, საქართველოსთან ერთად, აქციები რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან გაიმართება. აქციები 10-მდე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, კიევსა და ათენში ერთდოულად დაიწყება.