პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 15 ნოემბერს, დაგეგმილ აქციას ეხმიანება და სამართალდამცავებს მოუწოდებს დაიცვან წესრიგი და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს.
,,მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.
მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ (15 ნოემბრის. რედ) აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს. იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია", _ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 15 ნოემბერს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება.როგორც პარტიის წევრები განმარატვენ აქციის მიზანი საქართველოს ანექსიის გაპროტესტება და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმეედობაა.