არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, იმისთვის რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს ამისთვის აუცილებელია თავად ქვეყანა გახდეს ცხოვრების წესით ევროპული.
,,არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები", _განამარტა მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
ქუთაისის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სახელმწიფოს ევროატლანტიკური კურსის მდგრადობის შესახებ, კანონმდებლებს სიტყვით მიმართავს.