მიმდინარე წლის ივლის-სექტემბრის პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა დაეცა. World Gold Council (WGC)-ის საანგარიშო პერიოდში ოქროს ფუჩერსებზე მოთხოვნა 2 %-ით შემცირდა და 929,3 ტონა შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, ოქროზე მოთხოვნამ ფულად გამოსახულებაში 6 %-ით დაიკლო და 38,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ზოგადად კი, საანგარიშო პერიოდში, ოქროზე ფასი უნციაზე საშუალოდ 3 %-ით, 1281,9 დოლარამდე დაეცა.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციების ჩადება ძვირფას ლითონში გაიზარდა და ზრდამ საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 %-ი შეადგინა.