საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასტანაში ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, მუზეუმში დაცულ ექსპონატებს და მათ ისტორიას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ყაზახეთს გუშინ ესტუმრა და მისი ვიზიტი დღეს სრულდება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.