მასობრივი არელობებია საფრანგეთში. ნანტსა და ტულუზაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დემონსტრანტებმა კი სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.
ნანტიში პოლიციამ 21, ტულუზაში კი 23 აქტივისტი დააკავა. მასობრივი არეულობების მიზეზი ეკოლოგი რემი ფრენსის სიკვდილი გახდა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ახალი კაშხალის მშენებლობას აპროტესტებდა.
ცნობილი ეკოლოგი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.