მთავრობის საპარალემნტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობა ორიენტირებულია, ევროპული სტანდარტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მექანიზმი ჩამოაყალიბოს. როგორც საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან თადუმაძემ განაცხადა სწორედ მთავრობის მიერ იქნა ინიცირებული პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სრულ შესაბამება ევროპულ სტანდარტებს..
,,ჩვენს მიერ იქნა ინიცირებული პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის შესახებ კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპის დირექტივებთან უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, მოსმენებთან, ზოგადად ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან, საპარლამენტო კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით.პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა, როგორც მონიტორინგის, ასევე ანგარიშვალდებულების კუთხით. ის სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მთავრობა ორიენტირებულია ერთის მხრივ, ევროპული სტანდარტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მექანიზმი ჩამოაყალიბოს და მეორეს მხრივ, შექმნას და პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შეიქმნა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სრულადაა ასახული პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის უფლებამოსილებაში", - განაცხადა თადუმაძემ.