ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პროექტ „მობილური
გიდები"-ს მონაწილე 60 გიდს სერთიფიკატი გადასცა. საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „ტიფლის
პალასში" გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის სამინიტროს
და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბრენდირებული ჩაცმულობით
აღჭურვილი „მობილური გიდები" ზაფხულის სეზონზე, თბილისში
ტურისტულად დატვირთულ ადგილებში, ტურისტებს საჭირო ინფორმაციას აწვდიდნენ და ხელს უწყობდნენ
საქართველოს მიმზიდველი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. პროექტის თითოეულმა მონაწილემ ენის სალაპარაკო პრაქტიკა გაიარა, დახვეწა საკომუნიკაციო
უნარები და დაეუფლა მარკეტინგულ ტექნოლოგიებს.
მობილური გიდების პროექტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. გიდები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასაუბრების საფუძველზე შეარჩია.
„მობილური გიდები"-ს პროექტის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 30-მდე გიდი დასაქმდა.