პროგრამა "აწარმოე საქართველში"- ფარგლებში მთავრობამ ხუთი პროექტი დაამტკიცა. როგორც ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგე განაცხადა საუბარია 8 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
,,დღეს მთავრობის სხდომაზე ხუთი პროექტი გავიტანეთ, აქედან ორი არის თბილისში_სამშენებლო მასალების წარმოება, ერთია ხელვაჩაურში, ერთი-ქუთაისში ელექტროშედუღებისთვის და მატრასების წარმოებისთვის ლეიბების წარმოებას, მეხუთე კი გახლავთ მსხვილი მეცხოველეობის ფერმა 600 სულ პირუტყვზე გათვლილი. ჯამში ეს ყველაფერი არის 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია რომელიც განხორციელდება ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და განმარტა რომ აღნიშნული პროექტების განხორციელების ფარგლებში 400 ადამიანი დასაქმდება.