აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელსაც აჭარის უმაღლეს საბჭოში განსახილველად უახლოეს მომავალში შეიტანს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 173 725,0 ათას ლარს შეადგენს. 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 140 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა; სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 2 725,0 ათასი ლარით; საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 2 325,0 ათასი ლარია, საიდანაც დივიდენდების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 200,0 ათასი ლარს შეადგენს; რენტის საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 1 125,0 ათას ლარს; საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 300,0 ათასი ლარია; აჭარის მთავრობა სანქციებით (ჯარიმები და საურავები) 100,0 ათასი ლარის მიღებას ვარაუდობს, არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 10 000,0 ათასი ლარით; ფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 21 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 173 725,0 ათას ლარია, აქედან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 4 958,8 ათას ლარს მიიღებს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 582,5 ათასი ლარს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 39 750,3 ათასი ლარს, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 845,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4 996,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 4 839,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 1 732,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 24 089,3 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატა - 248,9 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 38 217,7 ათასი ლარი; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 36 593,3 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 8 988,8 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 7 217,7 ათასი ლარი; უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 2 350,0 ათასი ლარი; საერთო დანიშნულების რეგიონალური გადასახდელები- 35 065,9 ათასი ლარი.