პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა მთავრობისგან ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველა სფეროში მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რის გამოც კოალიცია ,,ქართული ოცნების" გუნდს ძირეული რეფორმების განხორციელება მოუწია.
პრემიერმა წინა ხელისუფლებისგან დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობათა ნუსხაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება დაასახელა. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა სწორედ დღეს ვიმკით იმ შედეგებს რაც სააკაშვილისა და ,,ნაციონალების" ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკამ განაპირობა.
,, ის რაც ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა და უმძიმესი საკითხი ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის. Eეს არის ის რაც დაგვიტოვა ,,ნაციონალურმა მოძრაობა". სწორედ დღეს ვიმკით იმ შედეგებს რაც სიძულვილის ენას, მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში, სააკაშვილის და დაუბალანსებელ, უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. Oოკუპირებულია წლებით ნალოლიავებელი, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. Eეს მოხდა სულ რამდენიმე წლის წინ, ეს არ მომხდარა ოცი წლის წინ, ან ერთი საუკუნის წინ, ეს მოხდა სულ ახლახან, წინა ხელისუფლების პირობებში", _განაცხადა პრემიერმა.