Apple-მა დაარეგულირა ურთიერთობა გაკოტრებულ კომპანია GT Advanced Technologies-თან, რომელსაც i-მოწყობილობისთვის საფირონის მინისა უნდა ეწარმოებინა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეწყვიტონ თანამშრომლობა და კონტრაქტი, რომლიც საფიძველზეც GT -ს არ ქონდა უფლება გაკაწვრების მიმართ მდგრადი მასალა სხვა კომპანიებითვის მიეყიდა.
შეგახსენებთ რომ GT-სა და Apple-ს შორის, 578 მლნ დოლარის ღირებულების კონტაქტი 2013 წლის შემოდგომაზე გაფორმდა. თანხა ჩაიდო საწარმოში, რომელსაც შემდგომ საფირონის მინა უნდა ეწარმოებინა. გარიგების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში საწარმოში iPhone-სათვის საფირონის მინის წარმოება უნდა მომხდარიყო. Apple-ი მწარმოებელს უზრუნველყოფდა სიმძლავრეებით, ხოლო GT-ი კი მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით.
თუმა თებერვალში GT-ი გარკვეულ სიძნელეებს წააწყდა და Apple-სთვის საჭირო ხარისხის მინის წარმოებისთვის მზად არ აღმოჩნდა და ამიტომაც "ჩაკბეჩილ ვაშლს" სასწრადოდ Gorilla Glass-თან დაკავშირება მოუხდა, რათა მათი წარმოებული ახალი მოდელისთვის გამოყენებინა.
ოქტომბერში GT-მა გაკოტრების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა და საწარმოდან 650 თანამშრომელი დაითხოვა. 29 სექტემბერს Apple-ის პარტნიორმა აღიარა, რომ 85 მლნ დოლარი დარჩა, რაც არსებული ხარჯებისა და ვალების დასაფარად საკმარისი არ იყო.
ახალი შეთანხმების მიხედვით, GT Advanced-ი იმისათვის, რომ Apple-ის მრავალმილიონიანი ვალი დაფაროს გაყიდის საფირონის მინის მარაგებს და ასევე ღუმელს, რომელითაც საფირონი დნება. თავის მხრივ კი Apple-მა პირობა დადო, რომ საწარმოს თანამშრომლებს დაასაქმებდა, ვიდრე საწარმო დეკემბერში დაიხურება.
Apple-მ უკვე დაიწყო GT Advanced-ისთვის შეძენილი ქარხნის ახალი მიზნებისა და დანიშნულებისათვის გამოყენების გზების ძებნა