დღეს, 17:00 საათზე, ე.წ. მატროსოვის ციხესთან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ექს-მერს გიგი უგულავას თბილისობის დღესასწაულს მიულოცავენ.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, გიგი უგულავასთვის „თბლისობის" დღესასწაულის მილოცვა არის მადლიერების გამოხატვა, იმ მნიშვნელოვანი საქმეებითვის, რომელიც მან თბილისის აღორძინებისთვის გასწია.