დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 2612 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 0,4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1128 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1484 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (0,3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 52 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 34, 56 და 27 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2013 წლის იანვარ-სექტემბერში 10 პროცენტი).