2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 458 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1729 მლნ. აშშ დოლარი (5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2013 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 27, 18 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2013 წლის იანვარ-სექტემბერში 36 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ- სექტემბრის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია.