2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ- სექტემბრის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2153 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6223 მლნ. აშშ დოლარს (12 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 4070 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.