საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ის კვლავ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.
,,რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და მიიწევს ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ. ჩვენ დავგმეთ მისი ეს ქმედებები. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებსაც მთელს მსოფლიოში, რომ ასეთი კრიზისები საქართველოში, უკრაინაში და შემდეგ ისევ საქართველოში ყოველთვის მოხდებოდა, ვიდრე არ გვექნებოდა მტკიცე პოზიცია რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით"ის დღის წესრიგთან დაკავშირებით",-აღნიშნა მარგველაშვილმა.