"პროკრედიტ ბანკის" სათავო ოფისი მორიგ გამოფენას მასპინძლობს! ცნობილი ექიმისა და თსუ-ს პროფესორის, არსენ გვენეტაძის საქველმოქმედო ფონდი "სკოლა ცხოვრებისა", პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, აწყობს პერსონალურ ფოტო-გამოფენას თემაზე "პაპუა ახალი გვინეა - პორტრეტები".
არსენი გვეტაძის ტოგრაფიამ მრავალი წლის წინ გაიტაცა და მას შემდეგ აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფოტო-კონკურსში. მისი პირველი პერსონალური ფოტო-გამოფენა 2010 წელს გაიმართა და აფრიკის თემას მიეძღვნა. ამჯერად კი წარმოდგენილია პაპუა ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებზე მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტური ნამუშევრები.
გამოფენის გახსნის ღონისძიება 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, ალ. ყაზბეგის გამზ. 21-ში გაიმარა.
გამოფენა 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.