საჭიროა, საქართველოს მხარდასაჭერად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით დავით ზალკალიანმა, დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩემი მხრიდან, დეტალურად იქნა აღწერილი ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, ჩვენი შეფასებები ამ ე.წ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე მათ მიმართ ჩვენი გზავნილები. ერთადერთი ბერკეტი რაც გაგვაჩნია არის ეს- საერთაშორისო საგოგადოების კონსოლიდაცია და ჩვენ მივიღეთ რწმუნება მათგან, რომ თავიანთ დედაქალაქებს მიაწვდიან ამ ინფორმაციას. ჩვენ ველით, რომ მოხდება ამ ყველაფრის ადეკვატური ასახვა", - განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და მისიების ხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ დიპკორპუსს ინფორმაცია, მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისათვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე, კერძოდ იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რასაც აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს.