„BTA ბანკმა" ყაზახეთის საფონდო ბირჟას შეატყობინა, რომ ქართული „BTA ბანკის" კაპიტალიდან გავიდა. შესაბამისად ყაზახეთის ბანკი არ ფლობს ქართული ბანკის არც ერთ პროცენტს ან წლის.
მიმდინარე წელს ყაზახეთის ბანკში, რომელიც ქვეყანაში მესამე პოზიციაზე, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
ბანკს საკუთარი ქსელი აქვს რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ყირგიზეთში, სომხეთში, თურქეთში. აქვს საერთაშორისო წარმომადგენლობები რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში.
ყაზახური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება რა გახდა ქართული „BTA ბანკის" კაპიტალიდან გასვლის მიზეზი.