ხვალ, 18 ოქტომბერს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება. პრემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საბჭო გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბება. სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების პროექტი იქნება.
მისი თქმით, მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, მაგრამ საკითხი ჯერ უსაფრთხოების ფორმატში უნდა განიხილო.
"ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, რა თქმა უნდა, ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სხდომას დაესწრებიან დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები.
"მე ძალიან ბევრს ვფიქრობ მათი, როგორც ჩვენი მოძმე ერის ბედსა და მომავალზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.