პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების კანონპროექტს განხილვას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
,,ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს და სულისკვეთებას", _განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განცხადებით, არსებული ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.
,, რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი", -განაცხადა მარგველაშვილმა.