პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს რუსეტსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების კანონპროექტზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადაიგზავნა.
,,გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოა პარლამენტი მივმართავ ჩვენს პარლამენტს უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია", _აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანო პოზიციას დააფიქსირებს უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.
,,ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით", _აცხადებს პრეზიდენტი.