პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მისცენ შესაბამისი რეაქცია რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების ხელშეკრულებას და კიდევ ერთხელ საქართველოს დამოუკიდებკლობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.
,,მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უსწრაფესად ადეკვატურად შეფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს", _განაცხადა პრეზიდენტმა.